უფროსი საგადასახადო აუდიტორი — GAC - საქართველოს აუდიტორული კომპანია

GAC - საქართველოს აუდიტორული კომპანია

უფროსი საგადასახადო აუდიტორი

შეთანხმებით თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს " GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია " დაარსდა 2012 წელს, კომპანია ოპერირებს შემდეგი მიმართულებით: ფინანსური აუდიტი; საგადასახადო აუდიტი, საკონსულტაციო მომსახურება, საგადასახადო დავებში მხარდაჭერა, საბუღალტრო მომსახურება, იურიდიული მომსახურება, HR მომსახურება. "GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უფროსი საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზირი; სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, 11:00-19:00. ძირითადი მოვალეობები: ** ბუღალტრების მიერ შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და ხარისხის კონტროლი; ** საგადასახადო დეკლარაციების შემოწმება და რისკების შეფასება დეკლარაციების წარდგენამდე; ** ფინანსური ანგარიშგებების გადამოწმება IFRS/IFRS for SME-ს სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით; ** აუდიტორული პროცედურების დაგეგმვა და განხორციელება; ** აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის კონტროლი; ** ფინანსური, საგადასახადო და ოპერაციული რისკების იდენტიფიცირება; ** შიდა კონტროლის სისტემების შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება; ** აუდიტორული დასკვნების და მენეჯმენტის წერილების მომზადება; ** მოქმედი საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის მონიტორინგი; ** კომპანიის შიდა სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის პროცესების დანერგვა; ** კლიენტებთან მაღალი პროფესიონალური კომუნიკაციის განხორციელება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, აუდიტის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** მოქმედი სერტიფიკატი აუდიტის სფეროში; ** აუდიტორულ ან ბუღალტრულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ** საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების (ISA) ცოდნა; ** IFRS/IFRS for SME-ს სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა; ** აუდიტორული და ფინანსური ანგარიშგების პრაქტიკული გამოცდილება; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. აუცილებელი უნარები: ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გადაწყვეტილების მიღებისა და რისკების შეფასების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი; ** ორგანიზებულობა და პროფესიული ეთიკის დაცვა. დამატებითი უპირატესობა: ** ACCA/CPA/სხვა საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატები; ** აუდიტორული კომპანიაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საგადასახადო დავებისა და ფინანსური რისკების მართვის გამოცდილება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ