მთავარი ბუღალტრის დამხმარე — ALDA & Brothers

ALDA & Brothers
HR აქტიურია

მთავარი ბუღალტრის დამხმარე

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ALDA & BROTHERS", რომელიც თბილისში ახორციელებს სარესტორნო სფეროში მომსახურებას აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე.

სამუშაო მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის 42

ძირითადი მოვალეობები:

ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე:

  • რეალიზაციების პროგრამული გატარება;
  • შესყიდვების პროგრამული გატარება;
  • ინვენტარიზაციის გაციფრულება (მიღებული შედეგების ექსელში შეტანა)
  • ჩამოწერები (ობიექტიდან მიღებული ჩამოწერის დოკუმენტის პროგრამული გატარება)ყოველდღიურად;
  • წარმოება (საწარმოში ნაწარმოები პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა)ყოველდღიურად;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის, ზედნადებების, ხელშეკრულებების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა და დაარქივება;
  • გაყიდულ საქონელზე და შიდა გადაადგილებაზე ზედნადების გაწერა;
  • მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომუნიკაცია ოპერატორებთან და მენეჯერებთან;

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
  • აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (Fina);
  • MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • RS-ზე მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: info@aldabrothers.ge.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ