შემოსავლების კონტროლის და აღრიცხვის ბუღალტერი
Glarros Old Town Hotel, რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში, კოტე აფხაზის ქუჩა N15-ზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:
Revenue Control & Accounts Receivable Accountant
(შემოსავლების კონტროლის და აღრიცხვის ბუღალტერი)
ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროს შემოსავლების სწორ აღრიცხვას, Opera PMS სისტემაში ოპერაციების კონტროლს, ყოველდღიური ფინანსური მონაცემების გადამოწმებასა და დებიტორული დავალიანებების ეფექტურ მართვას. პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც აქვს სასტუმროს ფინანსური ოპერაციების გამოცდილება და კარგად იცნობს Opera PMS სისტემას.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ყოველდღიური შემოსავლების კონტროლი და გადამოწმება
- Opera PMS სისტემაში posting-ების, ტრანზაქციების, folio-ებისა და ფინანსური ოპერაციების სისწორის კონტროლი
- Front Office, Reservations და სხვა ოპერაციულ დეპარტამენტებთან კოორდინაცია ფინანსური სიზუსტის უზრუნველსაყოფად
- ოთახების, დამატებითი სერვისებისა და სხვა შემოსავლების reconciliation
- City Ledger / Direct Billing ანგარიშების მართვა
- კორპორატიული კლიენტებისთვის ინვოისების მომზადება და გაგზავნა
- დებიტორული დავალიანებების (Accounts Receivable) კონტროლი და მონიტორინგი
- overdue გადახდების კონტროლი და შესაბამისი კომუნიკაციის მართვა
- ყოველდღიური და პერიოდული ფინანსური ანგარიშგების მომზადება
- სალარო ოპერაციების კონტროლი და reconciliation პროცესებში მონაწილეობა
- შემოსავლების აღრიცხვასთან დაკავშირებული შეუსაბამობების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება
- ბუღალტრული გუნდის მხარდაჭერა საჭირო ფინანსურ პროცესებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამისი მიმართულებით
- სასტუმროს ფინანსურ / ბუღალტრულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- Opera PMS სისტემაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (სავალდებულოა)
- სასტუმროს შემოსავლების კონტროლის პროცესების კარგი ცოდნა
- Accounts Receivable პროცესების პრაქტიკული გამოცდილება
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- პასუხისმგებლიან და საინტერესო პოზიციას სასტუმროს ფინანსურ ოპერაციებში
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად