დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი- თორნიკე ერისთავი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის ჩიხი #5
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა: 1
ფუნქცია-მოვალეობები:
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი და მონიტორინგი;
- ანგარიშგებების მომზადება და ბაზების განახლება;
- ფინანსურ გუნდთან კოორდინაცია;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (აუცილებელია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.