ბუღალტერი — აგროალან ჯორჯია

აგროალან ჯორჯია

ბუღალტერი

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "აგროალან ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
  • იმპორტის დოკუმენტაციის წარმოება;
  • რეალიზაციის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
  • ხარჯების ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მათი გადამოწმება;
  • საგადასახადო დეკლარაციების შევსება/გაგზავნა, საგადასახადო სამსახურთან კომუნიკაცია;
  • საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
  • დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების გასწორება/კონტროლი;
  • სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;
  • სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება;
  • დროის მართვის, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
  • ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: operation@agroalangeorgia.com. გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ