ბუღალტერი — გებრიუდერ ვაისი

გებრიუდერ ვაისი — ლოგო
გებრიუდერ ვაისი
HR აქტიურია

ბუღალტერი

₾2500-3000 აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია “გებრიუდერ ვაისი” (თბილისი, საქართველო)

www.gw-world.ge აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე


ჰოლდინგი Gebrüder Weiss, რომლის სათაო ოფისი ავსტრიის ქალაქ ლაუტერახში მდებარეობს, ლოგისტიკური სერვისების სრული ციკლის გლობალურ მიმწოდებელს წარმოადგენს. ოჯახური კომპანიის ისტორია 500 წელზე მეტი ხნის წინ, ალპებში, ტვირთების მიწოდებით დაიწყო. დღეს კომპანიის 180 ფილიალში 8400-მდე თანამშრომელია დასაქმებული. 


გებრიუდერ ვაისი 550 წლის განმავლობაში საქონლით ამარაგებს მთელ მსოფლიოს. როგორ შევინარჩუნეთ ასეთი ხანგრძლივი წარმატება? თანამშრომლების მეშვეობით, რომლებსაც უყვართ განვითარება და წარმატება. თუ გსურთ გახდეთ მოქნილი და რაც მთავარია, მდგრადი ლოგისტიკურ პროცესების ნაწილი, მაშინ შემოუერთდით გებრიუდერ ვასისის გლობალურ ქსელს. 


პოზიცია: ბუღალტერი

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (09:00-18:00), ორშაბათი-პარასკევი, ადგილზე.

ლოკაცია: ევროპას ქ. 4, 0198 თბილისი, საქართველო


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • შესყიდვის დოკუმენტების მიღება, დამუშავება და მათი აღრიცხვა სააღრიცხვო პროგრამაში. 
  • იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო ოპერაციების აღრიცხვა სააღრიცხვო პროგრამაში. 
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, კერძოდ გადარიცხვების მომზადება საჭიროებისამებრ. 
  • შედარების აქტების მომზადება, დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების მონიტორინგი. 
  • კლიენტებისა და მომწოდებლების რეგისტრაცია სააღრიცხვო ბაზაში. 
  • საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული პირველადი სატრანსპორტო დოკუმენტების მიღება, დამუშავება და მათი აღრიცხვა სააღრიცხვო სისტემაში. 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:


  • სრული უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით. 
  • ფინანსური მიმართულებით მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება
  • ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (მაგ: SAP/ORIS/FINNA)
  • ქართულად სრულყოფილად მეტყველება
  • ინგლისურის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (B1-B2)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS excel; MS Word; MS PPT; Outlook)
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
  • რესურსების განაწილების უნარი
  • მონაცემთა მოძიების, დახარისხებისა და ანალიზის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • პუნქტუალურობა და აკურატულობა



ჩვენ გთავაზობთ:


  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და მეცამეტე ხელფასს 
  • საერთაშორისო გამოცდილებასა და კვალიფიკაციას
  • კარიერული განვითარებას: პროფესიული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობებს
  • აღიარებასა და დაჯილდოებას: თქვენი მიღწევებისა და წვლილის დაფასებასა და აღიარებას.
  • გუნდურ აქტივობებს: ღონისძიებებსა და აქტივობებს გუნდური სულისკვეთებისა და თანამშრომლობის გასამყარებლად
  • მენტორობასა და ქოუჩინგს: მენტორებისა და ქოუჩების ხელმისაწვდომობას თქვენი კარიერული განვითარებისთვის
  • ინკლუზიურ კულტურას: მხარდამჭერ სამუშაო გარემოს, მრავალფეროვანი ხედვებისა და გამოცდილების გასაზიარებლად
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას: კარიერული ზრდისთვის საჭირო კურსების, სერტიფიკატებისა და ტრენინგების დაფინანსების შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას: სამედიცინო საჭიროებებისთვის სრულყოფილ დაზღვევს. 


ველით თქვენს განაცხადს! 



გამოგზავნეთ რეზიუმე მეილის დასახელებაში სამუშაო პოზიციის მითითებით მისამართზე: hr.georgia@gw-world.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოზიციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპანიას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, ასევე შეუძლია დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და შეამოწმოს მისი სისწორე. კომპანია თქვენს ინფორმაციას შეინახავს განაცხადის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში შემდგომში გამოცხადებული ვაკანსიებისთვის. სამსახურის განცხადებაზე ინფორმაციის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით ზემოთ ჩამოთვლილ წესებს. კითხვების და რომელიმე პუნქტის დაზუსტების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: გებრიუდერ ვაისი, ევროპის ქუჩა N4, hr.georgia@gw-world.com

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ