სტუდენტური მხარდაჭერისა და პროფორიენტაციის სამსახურის უფროსი- მარნეული
შპს " გეოგლობალ აკადემია " აცხადებს ვაკანსიას სტუდენტური მხარდაჭერისა და პროფორიენტაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. პოზიცია: სტუდენტური მხარდაჭერისა და პროფორიენტაციის სამსახურის უფროსი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. №80, მე-5 სართული. ქ.ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ. № 17. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27.06.2026 ძირითადი მოვალეობები: ** სტუდენტური მხარდაჭერისა და პროფორიენტაციის სერვისების დაგეგმვა და განვითარება; ** სამსახურის საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ** სტუდენტთა საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სერვისების დანერგვა; ** კარიერული კონსულტაციისა და პროფორიენტაციის პროცესების ორგანიზება; ** პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ** ანგარიშგებების მომზადება და შედეგების შეფასება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** მენეჯერული და ორგანიზაციული უნარები; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება.