არქივის თანამშრომელი- მარნეული
შპს " გეოგლობალ აკადემია " აცხადებს ვაკანსიას არქივის თანამშრომლის პოზიციაზე. დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული , 26 მაისის ქ. №80, მე-5 სართული განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27.06.2026 ძირითადი მოვალეობები: ** ორგანიზაციის დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია; ** არქივის ფიზიკური და/ან ელექტრონული მასალების მართვა; ** დოკუმენტების კლასიფიკაცია და კატალოგიზაცია; ** მოთხოვნის საფუძველზე არქივიდან დოკუმენტების მოძიება და გაცემა; ** დოკუმენტების შენახვის წესებისა და ვადების კონტროლი; ** არქივის წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ** ელექტრონული ბაზების განახლება და მონაცემების შეყვანა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული ან უმაღლესი განათლება; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება არქივთან ან დოკუმენტბრუნვასთან დაკავშირებულ სფეროში; ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.