ადამიანური რესურსების მართვის/საქმისწ. სამსახ. კოორდინატორი- მარნეული
შპს " გეოგლობალ აკადემია " აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე. პოზიცია: ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის კოორდინატორი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული , 26 მაისის ქ. №80, მე-5 სართული განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27.06.2026 ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** აკადემიის საქმისწარმოების პროცესის ორგანიზება, შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია, შენახვა და დაარქივება; ** პერსონალისა და პროფესიული სტუდენტების პირადი საქმეების წარმოება, მონაცემების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრირება; ** ვაკანსიების მართვის, კანდიდატების შერჩევის, გასაუბრებების ორგანიზებისა და საკადრო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; ** თანამშრომელთა მიღებასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასთან, შვებულებასთან და მივლინებასთან დაკავშირებული პროცესებისა და დოკუმენტაციის კოორდინაცია; ** აკადემიის დირექტორისა და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულების კონტროლი, კორესპონდენციებზე პასუხების მომზადება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება; ** თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების, შიდა რეგულაციებისა და საქმისწარმოების წესების დაცვის მონიტორინგი და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა; ** HR და ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესების მიზნით ანგარიშების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** პროფესიული განათლების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Internet) ცოდნა; ** უცხო ენების ცოდნა. დამატებითი უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** აქტიურობა და შრომისმოყვარეობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.