დირექტორის ასისტენტი — ჯი ფი კაპიტალი

ჯი ფი კაპიტალი

დირექტორის ასისტენტი

₾1500.0 აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ჯი ფი კაპიტალი" ეძებს დირექტორის ასისტენტს, რომელიც უზრუნველყოფს დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებას, ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციას და ოპერაციული დავალებების ეფექტურ შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • დირექტორის სამუშაო დღის დაგეგმვა და კალენდრის მართვა;
  • შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და დაარქივება;
  • დირექტორის დავალებების შესრულება და პროცესების კონტროლი;
  • კომუნიკაცია თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და კლიენტებთან;
  • საქმიანი მიმოწერის წარმოება (ელფოსტა, ოფიციალური წერილები);
  • საორგანიზაციო და ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
  • ანგარიშგებების, პრეზენტაციების და საჭირო მასალების მომზადება;
  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და დისციპლინა.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N23;
  • სამუშაო განაკვეთი შეთანხმებით;
  • ანაზღაურება: 1 500 (ათას ხუთასი)ლარი;
  • სტაბილური სამუშაო გარემო.