HR ჯენერალისტი
კომპანია " ვან ფოინთი ", პარტნიორი ორგანიზაციისთვის, აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** HR ადმინისტრირების პროცესების ეფექტურად მართვა; ** თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების პროცესების სრული კოორდინაცია; ** თანამშრომელთა ხელშეკრულებების ვადებისა და პირობების კონტროლი; ** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, დოკუმენტაციის შეგროვება, განახლება და არქივირება; ** HR დოკუმენტაციის შექმნა, განახლება და მართვა; ** თანამშრომელების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პროცესების ადმინისტრირება, ბაზების მართვა და განახლება; ** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა; ** კანდიდატებთან კომუნიკაცია, ინტერვიუების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება; ** ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესის მართვა და მხარდაჭერა; ** თანამშრომელთა მოტივაციისა და შრომითი კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა; ** Team Building-ებისა და სხვადასხვა HR აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** ტრენინგებისა და განვითარების პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ** შიდა და გარე ტრენინგების მხარდაჭერა; ** თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება HR-ის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მსგავს სფეროში; ** HR მიმართულებით სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა; ** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები. პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00; ** სამუშაო ადგილი: ოფისი.