მოსწავლეთა საქმეთა პასუხისმგებელი / სკოლის მდივანი- ბათუმი
"MGLS" (Metro Georgia Laboratory School) ფუძნდება იმ მიზნით, რომ გახდეს სანიმუშო საგანმანათლებლო ცენტრი არა მხოლოდ ბათუმში ან საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ გუნდის წევრებს ჩვენი ინოვაციური სკოლისთვის. "MGLS" აცხადებს ვაკანსიას მოსწავლეთა საქმეთა პასუხისმგებლის (სკოლის მდივანი/კოორდინატორი) პოზიციაზე. პოზიციაზე: ბათუმში სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი თვიური ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** სკოლის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება; ** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა და შესაბამისი რეაგირება; ** მოსწავლეთა და მშობელთა მიღება, ინფორმირება და საჭირო მიმართულებით გადამისამართება; ** ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის დროული გაცვლა; ** წერილების, განცხადებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება; ** სკოლის ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა; ** მონაცემთა ბაზების განახლება და მოწესრიგება. მოთხოვნები: ** მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** კომუნიკაციის კარგი უნარები და თავაზიანი მომსახურების სტილი; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office); ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა; ** თურქული ენის კარგად/საშუალო დონეზე ფლობა. რატომ "MGLS"? "MGLS" არ არის უბრალოდ სამუშაო ადგილი; ეს არის სასწავლო ლაბორატორია, სადაც იკრიბებიან მკვლევარი, კრიტიკულად მოაზროვნე და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები. ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ: ** საერთაშორისო სკოლის პროფესიული გუნდის წევრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას; ** უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, ტრენინგებსა და კარიერული ზრდის ხელშეწყობას; ** მხარდამჭერ, თანამშრომლობაზე დაფუძნებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კულტურას.