მთავარი ბუღალტერი
კომპანია " რებილდი " წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 20 ზე მეტი პროექტი და ამჟამად გვაქვს 18 მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტი საქართველოში. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში; ** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სিসწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ** თვის დახურვის ოპერაციების/ნაშთების კონტროლი; ** ძირითადი საშუალებების და მასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო ბაზაში; ** დებიტორ/კრედიტორების ვალდებულებების კონტროლი. ** სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ** სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა; ** ფინანსური ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის Excel-ის კარგად ცოდნა); ** სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ბუღალტრული აღრიცხვის სერტიფიცირებული კურსი; უნარ-ჩვევები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას; პირობები: ** სამუშაო საათები: 10:00-18:00 ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. ** ოფისის მისამართია - ბარნოვის ქ. 84, ხოლო ობიექტები მდებარეობს რეგიონებში; ** ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით