ბუღალტერი — Ilaria

Ilaria — ლოგო
Ilaria

ბუღალტერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

" ILARIA " არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. კომპანია ILARIA ეძებს ბუღალტერს პარტნიორი კომპანიისთვის. პირობები: ** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე ** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 ** ანაზღაურება: 3000 ლარი (Net) ** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 ვეძებთ გამოცდილ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბუღალტერს პარტნიორი კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ კრიპტო და ფინტექ სექტორში. პოზიცია ითვალისწინებს სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, საგადასახადო ვალდებულებების მართვასა და ფინანსური პროცესების სიზუსტისა და შესაბამისობის უზრუნველყოფას რეგულატორულ მოთხოვნებთან. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: საბუღალტრო აღრიცხვა და ოპერაციები: ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა; ** საბანკო ოპერაციების, გადახდებისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვა; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი; ** ანგარიშების შერიგება და ნაშთების სიზუსტის უზრუნველყოფა; ** კრიპტო ტრანზაქციების აღრიცხვა მოქმედი სტანდარტებისა და შიდა პოლიტიკის შესაბამისად. ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისობა: ** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; ** საგადასახადო და ფინანსური რისკების იდენტიფიცირება; ** მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** აუდიტთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა. ანალიტიკა და კონტროლი: ** ფინანსური მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება; ** შიდა კონტროლის მექანიზმების მხარდაჭერა; ** ფინანსური პროცესების გაუმჯობესების ინიციირება; ** ფულადი ნაკადების მონიტორინგი და ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება და გამოცდილება ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით; ** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში; ** ფინტექ ან კრიპტო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა. პროფესიული უნარები: ** ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა; ** მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** დროის მართვისა და მრავალ დავალებაზე ეფექტურად მუშაობის უნარი; ** Excel-ის და საბუღალტრო პროგრამების კარგი ცოდნა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ