ბუღალტერი — ევროპული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა

ევროპული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა

ბუღალტერი

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ევროპული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება პროგრამაში (1C, ბალანსი), საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა, მათ შორის:
    • გადასახადების დარიცხვა (საშემოსავლო გადასახადი, დღგ, მოგების გადასახადი);
    • ანგარიშგებების მომზადება და დროული წარდგენა;
    • საგადასახადო ორგანოებთან და მარეგულირებელ უწყებებთან ურთიერთობა;
    • ბუღალტრული დოკუმენტაციის სათანადო შენახვის უზრუნველყოფა.
  • ყოველთვიური შიდა მენეჯერული რეპორტების აწყობა, ანალიზი.
  • გადახდის მოთხოვნების შექმნა სისტემაში 1C სისტემაში;
  • მოთხოვნების სისწორისა და პირველადი დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
  • გადახდების რეესტრის წარმოება და ვადების კონტროლი;
  • შიდა დეპარტამენტებთან ურთიერთობა გადახდების შეთანხმების მიზნით.
  • საკადრო დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ხელმძღვანელობის მხარდაჭერა მიმდინარე საქმიანობაში;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში, ეკონომიკაში.
  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
  • საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება (გადასახადები, SARAS, სტატისტიკა);
  • ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C-ის ცოდნა —მნიშვნელოვანი უპირატესობა);
  • გადახდის მოთხოვნების შექმნისა და კონტროლის, ასევე გადახდების კალენდრის მართვის გამოცდილება;
  • საკადრო დოკუმენტბრუნვისა და საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
  • მენეჯერული რეპორტების აწყობა, ანალიზი.

ძირითადი უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და დოკუმენტებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე;
  • ორგანიზებულობა და სისტემური აზროვნება;
  • ვადებისა და პრიორიტეტების კონტროლის უნარი (დედლაინები, ანგარიშგება, გადახდები);
  • Excel-ისა და საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა;
  • დოკუმენტბრუნვისა და აღრიცხვის პროცესების ორგანიზების უნარი.

ენები:

  • რუსული — აუცილებელი;
  • ქართული — აუცილებელი;
  • ინგლისური — სასურველი.