მთავარი ბუღალტერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი-კვირა დასვენება) ძირითადი ფუნქციები: ** ბუღალტრული საქმიანობის ზედამხედველობა-კონტროლი; ** ბუღალტერიის დეპარტამენტის მართვა / თანამშრომლებისადმი დავალებების მიცემა და შესრულების მოთხოვნა ** ყოველთვიური ბრუნვითი უწყისის ფორმირება; ** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა /გადასახადების გაანგარიშება და გადახდა; ** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება; ** ფინანსური რეპორტინგის წარმოება; ** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.); ** შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორების ასისტირება ** მასალების აღრიცხვა და კონტროლი (მიღება, გადაადგილება, ჩამოწერა), პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობის მიღება; ** კომპანიის მენეჯმენტისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიწოდება; ** ფინანსური დირექტორის დავალებების შესრულება / მთავარი ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსხვილ კომპანიაში მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (წარმოებაში მთ. ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება); ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (პროგრამა "ბალანსის" ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება) ; ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;