დამხმარე ბუღალტერი — Ilaria

Ilaria — ლოგო
Ilaria

დამხმარე ბუღალტერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ILARIA " არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. კომპანია ILARIA ეძებს დამხმარე ბუღალტერს პარტნიორი კომპანიისთვის: ** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე ** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 ** ანაზღაურება: 2 000 - 2500 ლარი (Net) ** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან ბუღალტერს პარტნიორი ჰოლდინგური კომპანიისთვის. პოზიცია შესაფერისია კანდიდატისთვის, რომელსაც აქვს საბუღალტრო სფეროში გამოცდილება და სურს პროფესიული განვითარება მრავალპროფილურ გარემოში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: საბუღალტრო აღრიცხვა და ოპერაციები: ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა; ** საბანკო ოპერაციების და გადახდების ასახვა სისტემაში; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლის მხარდაჭერა; ** ანგარიშების და ნაშთების სიზუსტის მონიტორინგში მონაწილეობა; ** ტრანზაქციების აღრიცხვა შიდა პოლიტიკისა და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად; ** საბუღალტრო პროგრამაში და RS.GE-ზე შესაბამისი ოპერაციების წარმოება. ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისობა: ** ბუღალტრული რეპორტების მომზადება; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში ჩართულობა; ** მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის მხარდაჭერა; ** აუდიტთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა. ანალიტიკა და კონტროლი: ** ბუღალტრული მონაცემების ანალიზში მხარდაჭერა; ** შიდა კონტროლის პროცესებში ჩართულობა; ** ფინანსური პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების მხარდაჭერა; ** ფულადი ნაკადების მონიტორინგში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება და გამოცდილება ** განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით; ** საბუღალტრო საქმიანობაში 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; ** სასურველია ჰოლდინგურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; პროფესიული უნარები: ** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის მართვისა და სხვადასხვა დავალებაზე ეფექტურად მუშაობის უნარი; ** Excel-ის და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ