ბუღალტერი- ყვარელი
სასტუმრო "სამზეო ყვარელი" , რომელიც მდებარეობს ქალაქ ყვარელში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი ქ. ყვარელი ბუღალტრის მოვალეობები: ** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით; ** კვებისა და სასმელების დეპარტამენტის (F&B) და ასევე სხვა ოპერაციული ხარჯების მონიტორინგი და კონტროლი; ** მარაგების (stock) აღრიცხვა, ინვენტარიზაციების ჩატარება და ანალიზი; ** ფაქტობრივი და დაგეგმილი ხარჯების შედარება ; ** ყოველდღიური შესყიდვების, მიწოდებებისა და ხარჯების ანალიზი; ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** ბუღალტრული აღრიცხვის წესებისა და პროცედურების ცოდნა ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები და უნარები: ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ ** კომუნიკაციის დამყარებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი ** გუნდში მუშაობის უნარი ** ანალიტიკური აზროვნება ** დროის ეფექტურად მართვის უნარი