უფროსი ინტერიერის დიზაინერი
"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. კომპანიის ვებგვერდი : http://www.studio9.ge/ "სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე: ძირითადი მოვალეობები: ** დამკვეთებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების იდენტიფიკაცია; ** დიზაინ - პროექტის კონცეფციის დამუშავებაში მონაწილეობა ხელმძღვანელის ჩართულობით; ** დიზაინ - პროექტის ესკიზებისა და მუდბორდების დამუშავება; ** სტუდია 9-ს სამშენებლო მიმართულების ჯგუფთან ერთად სარემონტო მასალების, ავეჯის, აქსესუარების ხარჯთაღრიცხვის შედგენაში მონაწილეობა; ** ინტერიერის მუშა ნახაზების მომზადება, გეგმარებისა და დეტალური ტექნიკური ნახაზების შემუშავება; ** საჭიროების შემთხვევაში 3D ვიზუალიზაციის დამუშავება; ** დიზაინის პროექტში გამოყენებული სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯისა და აქსესუარების ბაზარზე მოძიებაში ჩართულობა ან/და ალტერნატიული ერთეულით ჩანაცვლება; ** შესრულებულ პროექტებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში ზედამხედველობა; ** პროექტის ვადების განსაზღვრა და კონტროლი. ** საჭიროების შემთხვევაში სახელოსნოდან გასული ალბომების შემოწმება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად; ** ინტერიერის დიზაინის სახელოსნოში შემოსული პროექტის სრული პროცესის მართვა ხელმძღვანელის ზედამხედველობით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: ArchCad/AutoCad, Photoshop, 3d Max. პიროვნული თვისებები: ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კრეატიულობა; ** პუნქტუალურობა; ** კომუნიკაბელურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა;