ინტერიერის დიზაინერი — კომპანია

კომპანია

ინტერიერის დიზაინერი

შეთანხმებით აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ვეძებთ კრეატიულ, პასუხისმგებლიან და პროფესიულ დიზაინერს, რომელიც ჩაერთვება საცხოვრებელი, კომერციული და მრავალფუნქციური პროექტების განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ინტერიერის კონცეფციებისა და დიზაინ-იდეების შემუშავება;
  • სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
  • 3D ვიზუალიზაციების შექმნა;
  • სივრცის ფუნქციური დაგეგმარება და ზონირება;
  • მასალების, ავეჯისა და განათების შერჩევა;
  • პროექტში ჩართული მხარეების კოორდინაცია;
  • პროექტის ვადებისა და ხარისხის სტანდარტების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული პროგრამების ცოდნა:
    • აუცილებელი:
      • ArchiCAD
      • 3Ds Max
      • Photoshop
    • ჩაითვლება უპირატესობად:
      • AutoCAD
      • SketchUp
      • Revit

აუცილებელი უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიული და თანამედროვე ხედვა.

რას გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას;
  • სრულ განაკვეთზე დასაქმებას.