უფროსი არქიტექტორი
" სტუდია 9 " წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. კომპანიის ვებგვერდი: http://www.studio9.ge "სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საპროექტო წინადადებების დეტალიზაციაში, მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება; ** საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება. ** არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება. საპროექტო დავალების მიხედვით მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთისათვის გადასაცემად; ** პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური და არქიტექტურული საკითხების განხილვა; ** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა; ** 41-ე დადგენილების მიხედვით შესაბამისი ნახაზების შედგენა; ** საზედამხედველო პროცედურების განხორციელება. ** მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Archicad, AutoCAD); ** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit); ** ეფექტური კომუნიკაცია მომიჯნავე პროფესიებთან; პიროვნული თვისებები: ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კრეატიულობა; ** პუნქტუალურობა; ** კომუნიკაბელურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა;