ინტერიერის Senior დიზაინერი
Crafty/ქრაფთი ბრენდის მისიაა ინტერიერის კონცეპტუალური დაგეგმვა და აღსრულება აქციოს სიამოვნებად. კომპანიის მომსახურებაში შედის: სარემონტო, ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურისა და კერძო მშენებლობის მიმართულებები. ვეძებთ გამოცდილ ადამიანს, რომელსაც კარგად შეუძლია გუნდის მოტივირება და სრულიად იაზრებს კომპანიის ხედვასა და შეთავაზებულ სტილისტიკას. ინტერიერის Senior დიზაინერის ფუნქციათა ნუსხას წარმოადგენს: ** დამკვეთთან კომუნიკაცია და დიზაინერისთვის დავალების გაცემა ** ინტერიერის დიზაინის პროექტის სივრცითი დაგეგმარება ** 3D რენდერი და საჭიროების შემთხვევაში ვიზუალების კორექცია ** დიზაინერული ალბომის მომზადება შესაბამისი ტექნიკური ნახაზებით ** პროექტის ფარგლებში სარემონტო მეთვალყურეობა და პროექტის მენეჯერთან კომუნიკაცია. ** ობიექტზე ვიზიტი სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება ** პროექტის წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ჩაბარება და შესაბამისი სამუშაო პროგრამაში, დეტალური რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით; ** ინტერიერის დიზაინის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ** აუცილებელია 3d max, Photoshop პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და მათში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. გთავაზობთ: ** საინტერესო გამოცდილებას და მეგობრულ გარემოს ** დისტანციურ მუშაობის პრინციპს. ** Per project ანაზღაურებას ** მრავალფეროვან პროექტებს (აპარტამენტები, კერძო სახლები და საცხოვრებელი კომპლექსები, კომერციული ობიექტები, ოფისები)