შოურუმის ასისტენტი
"დიზაინ სტუდიო" პრემიუმ კლასის, ძვირადღირებული მულტიბრენდული ავეჯის შოურუმია, სადაც წარმოდგენილია ბოფი / დეპადოვას ჯგუფი, ასევე ლივინგ დივანი, ფორნაზეტი, ოკიო და ვიაბიზუნო. დიზაინ სტუდიო აცხადებს ვაკანსიას შოურუმის ასისტენტის პოზიციაზე. ძირითადი მოთხოვნები: ** სამზარეულოს დიზაინებისა და გეგმარების მომზადებაში დახმარება; ** შოურუმის მართვაში და გაყიდვების პროცესში მონაწილეობა; ** კლიენტებთან, არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, დეველოპერებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა; ** ბრენდების, პროდუქტებისა და სერვისების შესწავლა და ცოდნის გაღრმავება; ** პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება; ** ბროშურებისა და მარკეტინგული მასალების მართვა; ** შესაბამისი პროდუქტის შესახებ ინფორმაციისა და ტექნიკური მახასიათებლების მიწოდება ** პრეზენტაციებისა და მარკეტინგული მასალების მომზადება; ** სოციალური მედიისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა; ** პროდუქციის შერჩევაში დახმარება; ** ინვოისების მომზადება/გაგზავნა და გადახდების პროცესში დახმარება; ** მარაგებისა და ინვენტარის კონტროლი; ** ფასების სიის მომზადებაში დახმარება; ** პარტნიორებთან და ბრენდებთან ურთიერთობის მხარდაჭერა; ** შესყიდვების პროცესის მართვა და შოურუმისა და კლიენტების შეკვეთების განთავსება მომწოდებლებთან; ** ბრენდების პორტალებსა და სისტემებში მუშაობა; ** პროდუქციის ტრანსპორტირების, განბაჟებისა და იმპორტის პროცესის მართვა; ** შენახვის, მიწოდებისა და მონტაჟის პროცესების კოორდინაცია; ** დაბრუნებების, გაცვლებისა და შეკვეთებთან დაკავშირებული სხვა საკითხების მართვა ** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება; ** კორესპონდენციის მართვა; ** ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის ორგანიზება; ** ენობრივ საკითხებსა და თარგმანებთან დაკავშირებული დახმარება; ** კომპანიის დირექტორისა და შოურუმის უფროსი კონსულტანტის მხარდაჭერა ყველა საკითხში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** არქიტექტურული ან ინტერიერის დიზაინის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** AutoCAD-ის, Photoshop-ის და Illustrator-ის გამოცდილება ასევე ჩაითვლება უპირატესობად; ** Microsoft Full Office; ** ინგლისური და რუსული ენის საშუალო დონე; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** თვითდისციპლინა; ** კარგი ორგანიზაციული უნარები; ** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები; ** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული; ** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად). პირობები: ** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო + ბონუსი (განისაზღვრება გამოცდილებისა და სამუშაოს შესრულების ხარისხის შესაბამისად) ** სამუშაო საათები: 10:30-დან 18:30მდე (ერთი საათი შესვენება) ** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ** მისამართი: ზურაბ ავალიშვილის 8, აუთლუქ ვაკე. ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი) ** დაწყების თარიღი: რაც შეიძლება მალე