ტენდერების მენეჯერი — ტრანსპორტერი

samushao.ge
ტრანსპორტერი — ლოგო
ტრანსპორტერი

ტენდერების მენეჯერი

₾2000-2500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი პირობები:


  • ადგილმდებარეობა: ბელიაშვილის 70
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
  • ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + ბონუსი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა


ძირითადი მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმიისტრირების, ან ფინანსების მიმართულებით
  • აუცილებელია 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო და კომერციულ ტენდერებში მონაწილეობის მიმართულებით
  • აუცილებელია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ძირითადი კომერციული სატენდერო პლატფორმების მუშაობის პრინციპების და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის სრულყოფილი ცოდნა.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • აუცულებელია Excel-ის Advanced დონეზე ფლობა
  • აუცილებელია სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე


ძირითადი მოვალეობები:


  • სახელმწიფო და კომერციულ ელექტრონულ პლატფორმებზე ტენდერების მუდმივი მონიტორინგი და ძიება
  • სატენდერო დოკუმენტაციის, ფასწარმოქმნის წესებისა და ტექნიკური დავალებების დეტალური შესწავლა.
  • სატენდერო წინადადებების სრული პაკეტის მომზადება, ატვირთვა და წარდგენა 
  • ფასების ფორმირების პროცესში შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური კოორდინაცია კონკურენტუნარიანი წინადადების მოსამზადებლად
  • ელექტრონულ ვაჭრობებში უშუალო მონაწილეობა
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, დამკვეთთან კომუნიკაცია ხელშეკრულების გაფორმებამდე და შიდა გუნდისთვის პროექტის დეტალების გადაბარება.


განაცხადების მიღება მიმდინარეობს 12 აგვისტოს  ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.


შერჩევის ეტაპები:


1. რეზიუმეების გადარჩევა

2. პირისპირ გასაუბრება


ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →