სოციალური ქსელების მენეჯერი — გამომცემლობა პალიტრა L

samushao.ge
გამომცემლობა პალიტრა L — ლოგო
გამომცემლობა პალიტრა L

სოციალური ქსელების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

გამომცემლობა “პალიტრა L” აცხადებს ვაკანსიას სოციალური ქსელების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გაინტერესებს ლიტერატურა, თავს მიიჩნევ მკითხველად და გამომცემლობაში მუშაობა გინდა, ეს ვაკანსია შენთვისაა:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn-ისა და YouTube-ის სოციალური არხების მართვა;
  • TikTok-ისა და Reels-ის ფორმატის ვიდეოკონტენტის გადაღება, მონტაჟი და გამოქვეყნება;
  • ბრიფების მომზადება და გრაფიკულ დიზაინერთან თანამშრომლობით ვიზუალური მასალების შექმნა;
  • მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაშუქება, მოკლე ვიდეოების გადაღება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება;
  • ბრენდის Tone of Voice-ისა და იდენტობის შესაბამისად სოციალური მედიისთვის ტექსტების (Copy) დამოუკიდებლად მომზადება;
  • სოციალური მედიის არხების ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება;
  • აუდიტორიასთან კომუნიკაცია და კომენტარებზე პასუხის გაცემა;
  • Community არხების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • Facebook, Instagram, TikTok, YouTube-ისა და LinkedIn-ის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • გრაფიკულ დიზაინერთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ვიდეოკონტენტის შექმნის გამოცდილება;
  • Meta Business Suite-ში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • Canva-სა და/ან CapCut-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული წერითი უნარები.

პიროვნული მახასიათებლები:

  • აზრის მკაფიოდ და გამართულად გადმოცემის უნარი;
  • ოპერატიულობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის ცოდნა და წიგნების სიყვარული ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:30-18:00

ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 23 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →