ფილიალის მენეჯერი — ჯიბე Cash & Carry

samushao.ge
ჯიბე Cash & Carry — ლოგო
ჯიბე Cash & Carry

ფილიალის მენეჯერი

₾1800 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1600-1700) + სეზონური დანამატი 200₾ ახალი ქობულეთი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ახალ ფილიალში ქობულეთში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.




ფილიალი: ქობულეთი, მესხიძის ქ. 13ა

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (კვირაში 6 დღე)

ანაზღაურება: 1800 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1600-1700) + სეზონური დანამატი 200₾


ფუნქცია-მოვალეობები:


** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;

** პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;

** მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;

** დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება;

** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;

** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში (ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00), ტელ: 557 30 6169.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ