ფილიალის მენეჯერის თანაშემწე — ჯიბე ქეშ & ქერი

samushao.ge
ჯიბე ქეშ & ქერი — ლოგო
ჯიბე ქეშ & ქერი

ფილიალის მენეჯერის თანაშემწე

₾1700 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ნუცუბიძის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე .
ფილიალი: ქ. თბილისი, პ.დათუაშვილი N7სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (კვირაში 6 დღე)ანაზღაურება: 1700 ლარი ( გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1500-1600) 

ფუნქცია-მოვალეობები:
  •  სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
  • პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის;
  • სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი პროდუქციით;
  • სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  •  „წითელი ნაშთები“-ს კონტროლი; („წითელი ნაშთების“ განმარტება მოცემულია დოკუმენტში „მაღაზიის მართვის პროცედურა“)
  • დადგენილი პერიოდულობით, მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან კომუნიკაცია ინვენტარიზაციის შედეგების გაანალიზებისათვის;
  • დადგენილი პერიოდულობით სამაცივრე კონტეინერის სასაქონლო მარაგების კონტროლი, შესაბამისი პროცედურის მიხედვით სასაქონლო მარაგების აღწერის ჩატარება;
  • საწყობის მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქცია-მოვალეობების ნაწილობრივ შესრულება, მაღაზიის მენეჯერთან შეთანხმებით. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
  • პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →