ბეტონის კონსტრუქციების წარმოების მენეჯერი - ფოთი
სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას ბეტონის კონსტრუქციების წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
ჩვენ გთავაზოვბთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
- კონკურენტულ სამუშაო პირობებს
ვაკანსიის დასახელება: ბეტონის კონსტრუქციების წარმოების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, სამოქალაქო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
- საწარმოო პროცესების მართვის სფეროში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება რკინაბეტონის კონსტრუქციების, პრეკასტ ელემენტების ან ხიმინჯების წარმოების მიმართულებით;
- ბეტონის ტექნოლოგიისა და სამშენებლო წარმოების პროცესების ცოდნა;
- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
მოვალეობები:
- ხიმინჯებისა და სხვა რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოების პროცესის სრული მართვა;
- ყოველდღიური საწარმოო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
- წარმოების მოცულობის გეგმის განსაზღვრა, სამშენებლო დეპარტემენტის და გარე გაყიდევების მიერ მოწოდებული შეკვეთების მიხედვით;
- საწარმოო პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- წარმოების გრაფიკის შედგენა და ვადების შესრულების უზრუნველყოფა;
- ნაწარმოები პროდუქციის ხარისხის კონტროლი, ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა;
- ნაწარმოები პროდუქციის აღრიცხვა და მონიტორინგი;
- ლოჯისტიკის დაგეგმვა და პროცესის ეფექტურობის კონტროლი;
- წარმოების პროცესში გამოყენებული ბეტონის, არმატურის, ყალიბებისა და სხვა მასალების მარაგების აღრიცხვა, ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
- წარმოების ეფექტიანობის გაზრდისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
- წარმოებაში გამოყენებული დანადგარებისა და აღჭურვილობის გამართული მუშაობის კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
- წარმოების ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ინფორმაციის მიწოდება;
- ტექნიკურ, ლოჯისტიკურ და ხარისხის კონტროლის გუნდებთან ეფექტური კოორდინაცია.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.