ტექნიკური თანაშემწე- თბილისი — პსპ ფარმა

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
პსპ ფარმა — ლოგო
პსპ ფარმა

ტექნიკური თანაშემწე- თბილისი

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

PSP Pharma

"ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად. კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს ტექნიკური თანაშემწის ვაკანსიას ქალაქ თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე; 6-საათიანი განაკვეთი.

ანაზღაურება: ფიქსირებული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიღებული პარაფარმაცევტული საქონლის დასტიკერება;
  • საქონლის თაროებზე განლაგება წინასწარ შედგენილი პრინციპების დაცვით და ფასმაჩვენებლებით უზრუნველყოფა;
  • საქონლის მიღებასა და აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის თაროებისა და პროდუქციის სისუფთავის უზრუნველყოფა.
  • აფთიაქის დარბაზში არსებული პროდუქციის მეთვალყურეობა, მომხმარებლების ნაკადის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სისწრაფე და ოპერატიულობა;
  • აკურატულობა;
  • ყურადღებიანობა.

ჩვენ მოგიძებნით საცალო ვაჭრობის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა საცალო ვაჭრობის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ