ბუღალტერი — ტრანსპორტერი

ტრანსპორტერი — ლოგო
ტრანსპორტერი პრემიუმი

ბუღალტერი

₾2500 ლარი ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბუღალტერი.

კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.

„ტრანსპორტერი“

BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ბუღალტრის ვაკანსია.

ბუღალტრის

ძირითადი პირობები:

ძირითადი პირობები:

  • მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება: 2500 ლარი (ფიქსირებული ხელზე ასაღები)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ბუღატრის, ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
  • სასურველია ტექნიკის რეალიზაციისა და სერვისის მიწოდების სფეროში, გაყიდვების საცალო სექტორში მუშაობის გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით, ან სპეციალიზირებული საბუღალტრო განათლება (ACCA, ბაფ და სხვა)
  • აუცილებელია 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
  • აუცილებელია IFRS სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა
  • აუცილებელია RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება: სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, მიღება, დამუშავება
  • აუცილებელია საბანკო ოპერაციების განხორციელებისა და აღრიცხვის გამოცდილება
  • სასურველია იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავების ცოდნა
  • სასურველია სახელფასო და წარმომადგენლობითი დოკუმენტაციის წარმოების და აღრიცხვის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება/დამუშავება IFRS სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
  • RS.ge-ზე მუშაობა: სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, მიღება, დამუშავება და კონტროლი
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ნაშთების მართვა და კონტროლი
  • საბანკო ოპერაციების განხორციელება, აღრიცხვა და კონტროლი
  • სალაროს ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი
  • იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება
  • სახელფასო დოკუმენტაციის დამუშავება, პროგრამაში აღრიცხვა და კონტროლი
  • სამივლინებო და წარმომადგენლობითი დოკუმენტაციის დამუშავება, პროგრამაში აღრიცხვა და კონტროლი
  • დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი
  • თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 26 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

26 დეკემბრის

შერჩევის ეტაპები:

  1. რეზიუმეების გადარჩევა
  2. პირისპირ გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ