საწყობის მენეჯერი — ტრანსპორტერი

ტრანსპორტერი — ლოგო
ტრანსპორტერი

საწყობის მენეჯერი

₾2700-3000 ლარი ხელზე ასაღები ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ საწყობის მენეჯერის ვაკანსია.

ძირითადი პირობები:

  • მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შაბათი მოკლე სამუშაო დღე (კვირაში 40 სთ)
  • ანაზღაურება: 2700-3000 ლარი ხელზე ასაღები კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება
  • სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობის სივრცის ეფექტური ათვისება და სისტემატიზაცია პროდუქციის კატეგორიების მიხედვით
  • საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის სკანერით განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
  • მიღებული პროდუქციის (სასაწყობე ტექნიკის მეშვეობით) გადმოტვირთვისა და საწყობში ოპტიმალური განთავსების პროცესის ორგანიზება;
  • შოურუმებისა და სერვისცენტრის უწყვეტი და დროული მომარაგება (გაცემა) საჭირო ტექნიკითა, თუ სათადარიგო ნაწილებით;
  • საწყობში მიღებული პროდუქციის დაშტრიხკოდების (ამობეჭდვა და მიკრობა) უზრუნველყოფა შიდა პროგრამაში მითითებული შტრიხკოდების შესაბამისად.
  • მარაგების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, ვარგისიანობისა და სასაქონლო იერსახის შენარჩუნების კონტროლი;
  • გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და ფინანსურ დეპარტამენტთან/მთავარ ბუღალტერთან შედეგების შედარება-რეპორტინგი.
  • საწყობის შიდა პროგრამაში ყველა ოპერაციის (მიღება, გაცემა, ჩამოწერა, გადაადგილება) დროული, ზუსტი და უშეცდომო ასახვის უზრუნველყოფა პირველადი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) წარმოება, კონტროლი და შენახვა
  • საწყობის თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობის მართვა
  • საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის, სისუფთავის, შრომის უსაფრთხოების (HSE) ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 17 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა
  • პირისპირ გასაუბრება

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!