კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი — სადაზღვევო საბროკერო ბენე (BIB)

სადაზღვევო საბროკერო ბენე (BIB) — ლოგო
სადაზღვევო საბროკერო ბენე (BIB) პრემიუმი

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

₾ფიქსირებული + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სადაზღვევო საბროკერო ბენე (BIB)

აცხადებს ვაკანსიას

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორაციული კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების გაღრმავება და შენარჩუნება;
  • სადაზღვევო პროდუქტების პრეზენტაციების ჩატარება;
  • კლიენტების საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული სადაზღვევო გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • კონკურენტული გარემოს ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით);
  • სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების ტექნიკების და სტრატეგიების ცოდნა;
  • შესანიშნავი კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარები;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • საქმიანი მიმოწერის და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • MS Office (Word, Excel, PowerPoint) საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინიციატივიანობა და მიზანსწრაფულობა;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პოზიტიური დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ნაწილი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით);
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სხვადასხვა ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ