შოურუმის გაყიდვების კონსულტანტი — ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის

ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის

შოურუმის გაყიდვების კონსულტანტი

₾2700 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ შოურუმის გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი საავტომობილო კომპანიისთვის.

ძირითადი პირობები:

  • მდებარეობა: თბილისი, დიღომი
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, კვირაში 2 დღე დასვენება (1 ცვლა დაისვენებს- კვირა-ორშაბათს, მე-2 ცვლა - პარასკევი-შაბათს)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი ხელზე ასაღები, მესამე თვიდან 1000 ლარიანი საბონუსე სისტემა გეგმის შესრულების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება, სასურველია პრემიუმ სეგმენტში, ავტო/მოტო ან ტექნიკის სფეროში
  • აუცილებელია ინგლისური ენის კარგ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე

ძირითადი მოვალეობები:

  • შოურუმში შემოსული კლიენტების პროფესიული კონსულტირება, პროდუქტების სრულყოფილი გაცნობა, შეთავაზება და გაყიდვა;
  • გაყიდვის პროცესის უზრუნველყოფა - კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, კლიენტის ინფორმირება ტექნიკის გამოყენებაზე;
  • შოურუმის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, პროდუქციის განთავსების ოპტიმიზაცია;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი, კომპანიის მიმართ ლოიალობაზე და გაყიდვებზე ორიენტირებული ურთიერთობების მართვა.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 18 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

  1. რეზიუმეების გადარჩევა
  2. ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
  3. პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!