სერვისის თანამშრომელი
" აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ " საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი" და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე "Food Lab". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში. "აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ"-ის იტალიური სწრაფი კვების ბრენდი "პანუოცო" აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში. ფილიალები: ა. თალჭრელისძის 2 - "ისთ ფოინთი"; ც.დადიანის 7 - "ქარვასლა". ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა; ** შეკვეთების მიღება / გაცემა და სალარო ოპერაციების წარმოება; ** სენდვიჩების / ვრეპების / სალათების და ცივი/ ცხელი სასმელების მომზადება კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად; ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას 800 - 1000 ლარი + საბონუსე სისტემას; ** ანაზღაურებად შვებულებას 4 თვის შემდგომ, წელიწადში 34 დღეს; ** კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფას; ** Fitpass; ** დაზღვევასს; ** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.