ფინანსური ხარჯების კონტროლიორი — ამბასადორი თბილისი

ამბასადორი თბილისი — ლოგო
ამბასადორი თბილისი

ფინანსური ხარჯების კონტროლიორი

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმროთა ქსელი "Ambassadori" - "ამბასადორი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში არსებულ სასტუმროში ფინანსური ხარჯების კონტროლიორის (Cost Controller) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ამოწმებს ყველა მიღებულ პროდუქციას (GRN) შესყიდვის ორდერებთან და ინვოისებთან შესაბამისობაში, რათა ფასები და რაოდენობები იყოს ზუსტი.
  • აკონტროლებს საწყობის ოპერაციებს, უზრუნველყოფს FIFO პრინციპის დაცვას და მარაგების სწორ აღრიცხვას.
  • მონაწილეობს ყოველდღიურ და ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში და ადარებს ბუღალტრულ და ფაქტობრივ მონაცემებს.
  • აკონტროლებს ყოველდღიურ მოხმარებას და ამზადებს მოხმარების ანგარიშებს Mozaiko, Daira, Breakfast, Pastry და Sushi განყოფილებებისთვის.
  • ითვლის კვებისა და სასმლის თვითღირებულების პროცენტს (Food & Beverage Cost %) და აანალიზებს გადახრის მიზეზებს.
  • თანამშრომლობს შეფებთან და მენეჯერთან სტანდარტული რეცეპტების, პორციებისა და ფასების კონტროლში.
  • ადარებს POS სისტემის გაყიდვების მონაცემებს რეალურ მოხმარებასთან და უზრუნველყოფს დაბალ ცვალებადობას.
  • ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს: Food & Beverage Cost Summary, Purchase vs Consumption, Variance Report, Stock Valuation.
  • ეხმარება ფინანსურ დეპარტამენტს თვის დახურვისას და უზრუნყოფს ხარჯებთან დაკავშირებული მონაცემების დროულ მიწოდებას.
  • F&B დირექტორს ეხმარება მენიუს ფასების გადახედვაში, ნარჩენების ანალიზსა და ფასების სტრატეგიის შემუშავებაში.

საჭირო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით.
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ქოსთ კონტროლის ან მსგავს პოზიციაზე სტუმარმასპინძლობის სექტორში.
  • მაღალი დონის ცოდნა მარაგების კონტროლის, რეცეპტების თვითღირებულებისა და ცვალებადობის ანალიზში.
  • მაღალი დონის უნარები Excel-ში და მონაცემთა დამუშავებაში; Opera, FMC ან მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • ანალიტიკური აზროვნება, ყურადღება დეტალებისადმი და მონაცემთა სიზუსტის მაღალი პასუხისმგებლობა.
  • კარგი კომუნიკაციის უნარი ფინანსურ და ოპერაციულ გუნდებს შორის.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ