სასტუმროს გაყიდვების აგენტი — სასტუმრო Gino Seaside Tbilisi

სასტუმრო Gino Seaside Tbilisi — ლოგო
სასტუმრო Gino Seaside Tbilisi

სასტუმროს გაყიდვების აგენტი

შეთანხმებით აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ჯინო ჰოლდინგი ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს სერვისების გაყიდვა და კლიენტების მოზიდვა
  • კორპორატიულ და ინდივიდუალურ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
  • გაყიდვების მიზნების შესრულება და ბაზრის მონიტორინგი

მოთხოვნები:

  • სასტუმროს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • მოლაპარაკებებისა და გაყიდვების პრაქტიკული გამოცდილება
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დროის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია)

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით და დაზღვევით უზრუნველყოფა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ