საველე ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტი- რეგიონები
ა (ა)იპ - " სოფლის განვითარების სააგენტო " აცხადებს ვაკანსიას საველე ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტის პოზიციაზე: 1. სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - ოფისი ქ. ზუგდიდში. 2. სამეგრელოში - ოფისი ქ. აბაშაში. 3. გურიაში - ოფისი ქ. ოზურგეთში. 4. იმერეთში, რაჭასა და ქვემო სვანეთში - ოფისი ქ. საჩხერეში. 5. იმერეთში - ოფისი ქ. ქუთაისში. 6. სამცხე-ჯავახეთში - ოფისი ქ. ახალციხეში. 7. შიდა ქართლში - ოფისი ქ. გორში. 8. ქვემო ქართლში - ოფისი ქ. მარნეულში. 9. კახეთში - ოფისი ქ. თელავში. 10. კახეთში - ოფისი ქ. გურჯაანში. ანაზღაურება: 1880 ლარი (Net) სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ფუნქცია-მოვალეობები: ** შერჩეული ობიექტების ინსპექტირება ** შერჩეული ობიექტების ინსპექტირებაზე გასვლამდე მათ შესახებ წინასწარი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი ** ადგილზე ვიზიტისას არსებული ფაქტობრივი მდგომარეობისა და ბენეფიციარისგან მიღებული ინფორმაციის დაფიქსირება ინსპექტირების აქტში ** ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზი ** განხორციელებული ინსპექტირების შედეგების განხილვა ხელმძღვანელთან ** საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება ** საქმიანობასთან დაკავშირებული ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ** მართვის მოწმობა - B კატეგორიის (მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილის მართვის უფლებით) სხვა მოთხოვნები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა ** დროის სწორად მართვის უნარი ** კომუნიკაციის დაგეგმვისა და სწორად წარმართვის უნარი ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი