აქტივების ინსპექტირების მენეჯერი — ტერა ლიზინგი

ტერა ლიზინგი — ლოგო
ტერა ლიზინგი

აქტივების ინსპექტირების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"ტერა ლიზინგში " ვეძებთ აქტივების ინსპექტირების მენეჯერს ჩვენ შესახებ "ტერა ლიზინგი" ბაზარზე გამოჩნდა 2023 წელს და ამ დროისათვის უკვე მე-2 ადგილს იკავებს სალიზინგო ბაზარზე და 50 მლნ. ლარზე მეტი ოდენობის პორტფელს ფლობს. კომპანიას უძღვებიან ლიზინგის სფეროში გამოცდილი ლიდერები, რომლებმაც "ტერაბანკთან" პარტნიორობით დააფუძნეს ბანკის შვილობილი კომპანია - სს "ტერა ლიზინგი". კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, პრინტინგი და ასევე აქვს ავტო ლიზინგის პროდუქტი ფიზიკური პირებისთვის. ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაფინანსების და მუდმივი მხარდაჭერის გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას. ჩვენ ვეძებთ გონიერ, მოტივირებულ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს აქტივების ინსპექტირების მენეჯერის პოზიციაზე და მხარს დაუჭერს სწრაფად მზარდი კომპანიის შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 42 ** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი პოზიციის მოვალეობები: ** აქტივების ინსპექტირება (ტექნიკური შემოწმება) და ინსპექტირების დასკვნის მომზადება ** საჭიროების შემთხვევაში აქტივების დასტიკერება (აქტივზე საინფორმაციო დაფის დაკვრა) ** დასაკუთრებული აქტივის მოვლა ** სალიზინგო აქტივების გეგმური ინსპექტირება ** აქტივების ინსპექტორების პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია: ** სასურველია უმაღლესი განათლება ** სამშენებლო სატრანსპორტო, მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური ცოდნა და ამ მიმართულებით ** მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა ** მართვის მოწმობა. (მექანიკა)