ტენდერების სპეციალისტი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტენდერების (ადმინისტრაციული და ოპერაციული) სპეციალისტის პოზიციაზე. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: ფეიქართა ქუჩა ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი პოზიცია მოითხოვს ორგანიზებულობას, სიზუსტეს, პასუხისმგებლობას და ფართო საოპერაციო საქმიანობაში მონაწილეობის მზადყოფნას. ძირითადი მოვალეობები ** სახელმწიფო და არასახელმწიფო ტენდერების მონიტორინგი და ორგანიზაციისთვის რელევანტური შესაძლებლობების გამოვლენა; ** სატენდერო მოთხოვნების გაცნობა, საჭირო დოკუმენტაციის თავმოყრა და მოწესრიგება; ** პროდუქციის მოძიება ადგილობრივ ბაზარზე; ** მომწოდებლებთან პირველადი კომუნიკაცია, ფასების, პირობებისა და მიწოდების ვადების მიღება; ** შეკვეთების, ტრანსპორტირების პროცესების მონიტორინგში მონაწილეობა; ** ხელშეკრულებების, ოფიციალური წერილებისა და სხვა დოკუმენტების მომზადებაში ჩართულობა; ** პროექტებთან დაკავშირებული ვადების, დავალებებისა და სტატუსების კონტროლში მონაწილეობა; მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს სამუშაო გარემოში მუშაობის გამოცდილება — გამოცდილება ადმინისტრაციული, საოპერაციო, ტენდერების, ლოგისტიკის, შესყიდვების ან დოკუმენტაციის მიმართულებით; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ისა და Word-ის, კარგი ცოდნა; ** ელფოსტასთან, დოკუმენტებთან და ცხრილებთან მუშაობის უნარი; ** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, შედარებისა და სტრუქტურირების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და რამდენიმე პარალელურ დავალებაზე მუშაობის უნარი; ** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, პასუხისმგებლობა, სწავლის უნარი და პროფესიული განვითარების სურვილი.