პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი — ციფრული მმართველობის სააგენტო

ციფრული მმართველობის სააგენტო

პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი

₾3360.0 თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ორგანიზაციის შესახებ: სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება. სამუშაო პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერის სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი. ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული: ** ციფრული მმართველობა; ** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება; ** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა. სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, დარიცხული 2405-3360 ლარი ფუნქციები: ** სისტემაში დარეგისტრირებული ინციდენტების დროულად და ხარისხიანად მოგვარების ორგანიზება და მონიტორინგი; ** სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა; ** იუზერმენეჯმენტის პროცესების მართვა; ** პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების დროს გამოვლენილი პრობლემების ანალიზი/დამუშავება; ** სააგენტოში დასაქმებულ, ასევე, ავტორიზებულ მომხმარებელთა და ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებსა და დეპარტამენტში შემავალ სამსახურებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** ინფორმაციული სისტემების ტესტირებისა და დანერგვის პროცესში ჩართულობა; ** დეპარტამენტის/სამსახურის უფროსისათვის, მოთხოვნის შესაბამისად, ანგარიშის წარდგენა გაწეული საქმიანობის შესახებ; ** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; ** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება. დამატებითი მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; ** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; ** ოპერაციული სისტემის MS Windows საფუძვლიანი ცოდნა; ** MS SQL, Oracle, C++ და C# სასურველია საბაზისო ცოდნა. ** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) კარგად ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა - B2. უნარ-ჩვევები: ** შედეგზე ორიენტაცია; ** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; ** გუნდური მუშაობა; ** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება; ** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი. კონკურსის ეტაპები: ** შემოსული განცხადებების გადარჩევა; ** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ