ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი - დღის ცვლა
შპს " დაირექტ დებიტ ჯორჯია " აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის და რეპორტინგის დეპარტამენტში, მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში (დღის ცვლა). ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა: ** კომპანიის ავტომობილების გადაადგილების პროცესის ვიდეო და GPS მონიტორინგი; ** სწრაფი გადახდის აპარატის განულების პროცესის მონიტორინგი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით; ** მონიტორინგის პროცესში საეჭვო და საყურადღებო მოვლენების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება; ** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი. სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი); ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები; ** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; ** ანალიტიკური, სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი, რისკების შეფასების უნარი. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი, დასვენება - ყოველ მესამე დღეს; სამუშაო საათები: არაუმეტეს კვირაში 40 საათისა; სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა #106; ხელფასი: ანაზღაურება ხელზე ასაღები 1250 ლარი , 1600 ლარი (გროსი) ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე ვაკანტური ადგილების რაოდენობა 2