სათადარიგო ნაწილების კონსულტანტი
შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი სათადარიგო ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე.
ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.
ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.
სამუშაო პირობები
- სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის #15
თქვენ გთავაზობთ
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
- ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- დამატებით დასვენების დღეებს;
- ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
- მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
- პროგრამაში სათადარიგო ნაწილის მოძიება;
- მაღაზიის დახლის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში საწყობიდან სათ. ნაწილის მაღაზიის დახლზე გამოტანა;
- შემოსული პროდუქციის დათვლა/აღრიცხვა;
- სათ. ნაწილების მენეჯერისთვის მარაგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მათი შევსების მიზნით.
კვალიფიკაცია და უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ავტოინდუსტრიის სფეროს სპეციფიკის ცოდნა;
- სხვადასხვა სპეციალურ კატალოგებში სათ. ნაწილების მოძებნის გამოცდილება;
- საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ოპერატიული;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გისურვებთ წარმატებას!