დაგი
სამუშაოთა მწარმოებელი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
დაგი აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტის (ტექნიკური დავალება, ნახაზები, მეთოდოლოგია, კვლევები, სპეციფიკაციები და სხვა საპროექტო დოკუმენტაცია) და სამშენებლო კალენდარული გრაფიკის გაცნობა
- სამშენებლო ობიექტის დეტალური შესწავლა
- კომპანიის მენეჯმენტთან ერთად სამშენებლო ობიექტზე საჭირო პერსონალის განსაზღვრა, მათი რაოდენობისა და მიმართულებების მიხედვით
- პროექტის მენეჯერთან ერთად მშენებლობის ორგანიზაციის გეგმის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა
- მშენებლობის ორგანიზაციის გეგმის შესაბამისად საჭირო მოწყობილობებზე, დანადგარებსა და საშუალებებზე შესაბამისი მოთხოვნის პროექტის მენეჯერისათვის წარდგენა
- მიღებული ნებართვების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო დროებითი კომუნიკაციების მოწყობა
- მის დაქვემდებარებაში არსებული შრომითი რესურსისა და ელექტრო-მექანიკური და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით სამშენებლო პროცესის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საინჟინრო-ტექნიკური განათლება
- სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი