წარმოების უფროსი
მრავალწლიანი გამოცდილების პურ-პროდუქტების კომპანია "იფქლი დიღომი" ერთ-ერთ საწარმოში აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- წარმოების პროცესების ორგანიზება, პერსონალის სამუშაოს ორგანიზება და ხარისხიანი შესრულების კონტროლი;
- წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის, მასალების, ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების შესყიდვებზე განაცხადის დროული მომზადება;
- დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში საკითხის დროული მოგვარების უზრუნველყოფა;
- ნაშთების მართვა და შესაბამისი აღრიცხვების წარმოება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და საქმის ეფექტურად გადანაწილება;
- ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა (HACCP).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 3 წელი მუშაობის გამოცდილება საწარმოო პროცესების მართვის მიმართულებით
- გუნდის მართვის გამოცდილება
- შედეგებზე ორიენტირება
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად