პროექტის მენეჯერი
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს პროექტის მენეჯერის 5 (ხუთი) ვაკანტურ პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიცია: 5 (ხუთი) ერთეული;
სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება);
ანაზღაურება: 6400 ლარი;
დამატებითი ბენეფიტი: სატელეფონო ლიმიტი.
ფუნქციები და მოვალეობები:
- სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, შრომითი ხელშეკრულების, სამუშაო აღწერილობის და სხვა შიდა აქტების გაცნობა / მოთხოვნათა დაცვა;
- სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემითა და სამსახურებრივი მეილით შემოსული კორესპონდენციის დროული გაცნობა, რეზოლუციის დროული შესრულება და დასრულების უზრუნველყოფა;
- პროექტ (ებ)ის მართვის ძირითადი სტრატეგიის შემუშავება და სრული ციკლის კოორდინაცია;
- დროსა და აქტივობებში გაწერილი დეტალური გეგმის შედგენა და ამ გეგმის მონიტორინგი, კონტროლი და აუცილებელი ღონისძიებების გატარება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით;
- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებისა და ტექნიკური დავალების გაცნობა;
- პროექტ (ებ)თან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოება/აღრიცხვა/სისტემატიზაცია;
- საპროექტო ობიექტ (ებ)თან დაკავშირებული საზედამხედველო (შიდა და გარე) ტექნიკური ანგარიშების/ინფორმაციის აღრიცხვა/სისტემატიზაცია;
- პროექტ (ებ)თან დაკავშირებული ვადების კონტროლი;
- დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, კომუნიკაცია, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება პროექტის სრული ციკლის ყველა ეტაპზე;
- მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობასთან პროექტ (ებ)ის ფარგლებში საჯარო შეხვედრების ორგანიზება ხელმძღვანელ პირებთან ერთად;
- მგფ-ის სხვადასხვა დეპარტამენტთან/პროგრამასთან კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- პროექტ (ებ)ის განხორციელებაში ჩართულ მხარეებთან კოორდინირებული მუშაობა;
- საპროექტო ობიექტ (ებ)ზე სამუშაო ვიზიტის დაგეგმვა, ადგილზე არსებული ვითარების გაცნობა;
- საპროექტო ობიექტ (ებ)ზე სამუშაო ვიზიტის თაობაზე შესაბამისი მივლინების ანგარიშის მომზადება და დადგენილი წესით უფლებამოსილი პირებისათვის გაცნობა;
- შემსრულებლის/ობიექტის ტექნიკური ზედამხედველის ინფორმირება საპროექტო ობიექტ (ებ)თან დაკავშირებულ საკითხებზე;
- შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ფონდის შიდა სამართლებრივი დოკუმენტების განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- მართვის საინფორმაციო სისტემაში (MIS) პერიოდული ან/და საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ასახვა და გადახდის სერტიფიკატის მომზადება;
- საპროექტო ობიექტ (ებ)ის ბიუჯეტის პროგნოზის ასახვა/კორექტირება მართვის საინფორმაციო სისტემაში (MIS);
- საპროექტო ობიექტ (ებ)ზე ფონდში წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დამუშავება, ოქმის პროექტის მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" ხელშეკრულებების ცვლილებებისა და ვადამდე შეწყვეტის განმხილველი კომისიის სხდომაზე, მათ შორის ავანსის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხზე;
- აღმასრულებელი დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით (სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დასრულებული სამშენებლო სამუშაოების ჩაბარებისა და თანმდევი პროცედურების ინსტრუქცია) განსაზღვრული უფლებამოსილების შესრულება;
- პროექტ (ებ)ის შესახებ კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის და პერიოდულობის ანგარიშების მომზადება და მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად, პრეზენტაციების მომზადება;
- პროექტ (ებ)თან დაკავშირებული დოკუმენტაციის ორგანიზებული შენახვა, გარკვეული დროის შემდეგ კი არქივირება ფონდის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დახმარებით;
- უშუალო ხელმძღვანელ (ებ)ის დროული ინფორმირება პროექტ (ებ)ის მიმდინარეობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და ტექნიკური შეფერხების შესახებ;
- უშუალო ხელმძღვანელ (ებ)ის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციაზე;
- დაკავებული თანამდებობის შესაბამისად თანამშრომლების ჩართულობა სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროცესებში;
- გამოცდილების გაზიარება ახალი თანამშრომლებისათვის;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
- სუბორდინაციის დაცვა. ურთიერთპატივისცემისა და კოლეგიალურობის საფუძველზე კომუნიკაციის დამყარება სხვა ორგანიზაციებთან / სტრუქტურულ ერთეულებთან / სამსახურებთან და მათ წარმომადგენლებთან;
- კონფიდენციალურობის დაცვა ყველა იმ საკითხზე, რომელიც თანამშრომლისათვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებისას და ეს წარმოადგენს პირის პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას;
- თანამშრომელზე მინდობილი სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაცვა და მოფრთხილება, თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სხვადასხვა რესურსების რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სამუშაო გამოცდილება - პროექტის მენეჯერად (პროექტის ადმინისტრირება/მართვა) მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სამშენებლო - საინჟინრო პროექტების მართვის მიმართულებით 2 წლიანი გამოცდილება.
- კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
- საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Outlook, Gmail.
- ენები: წერითი უნარები მეტყველება - ქართული - C1; ინგლისური - B2
კანონმდებლობა:
- საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
- "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ".
პროფესიული უნარები:
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კონკურსის ეტაპები:
- კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
- წარმოდგენილი რეზიუმეების გადარჩევის შემდგომ, პირველ ეტაპზე, წარმატებულ კანდიდატებს დამატებით გაეგზავნებათ ინფორმაცია გასაუბრების თარიღისა და დროის შესახებ.
არასრულყოფილად ან/და დადგენილი მოთხოვნის დაცვის გარეშე წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.