მერჩენდაიზერი- ბათუმი — ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი — ლოგო
ევროპროდუქტი

მერჩენდაიზერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 41 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
  • სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი
  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;