საბაჟო დეკლარანტი
სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- აქციზური (ალკოჰოლური) საქონლის საბაჟო დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება და გაფორმება;
- ყველა საბაჟო რეჟიმის წარმოება (საწყობი, დროებითი, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და სხვა);
- ტვირთის გამოგზავნამდე დოკუმენტაციის სრულყოფილად შემოწმება და მომზადება;
- საბაჟო ორგანოებთან უშუალო კომუნიკაცია;
- საბაჟო რისკების მართვა და შეცდომების პრევენცია;
- მოქმედი დეკლარანტის ჩანაცვლება მისი არყოფნის პერიოდში (შვებულება და სხვა).
სავალდებულო მოთხოვნები:
- სავალდებულო პრაქტიკული გამოცდილება აქციზურ საქონელთან (ალკოჰოლი);
- ყველა საბაჟო რეჟიმის პრაქტიკული ცოდნა;
- სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; იმპორტის, რეექსპორტისა და ყველა საბაჟო რეჟიმის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება.
სამუშაო ლოკაცია: გლდანი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 3000-3500 (გამოცდილებიდან გამომდინარე)