ოფისის მენეჯერი — ნეო გლასი

ნეო გლასი

ოფისის მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

არქიტექტურული მინისა და ალუმინის ფასადის სისტემების კომპანია შპს "ნეო გლასი"

გიწვევთ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • კორპორატიულ ტელეფონზე შემოსული ზარების მონიტორინგი და გადამისამართება;
  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის, დოკუმენტაციის მართვა და ადმინისტრირება;
  • ოფისში არსებული დოკუმენტაციის კონტროლი და აღრიცხვა;
  • სტუმრების მიღება და მათი გადამისამართება კომპეტენტურ თანამშრომლებთან;
  • საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება;
  • კომპანიის ყველა საჭირო პროცესში ჩართულობა;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ასისტენტის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • შესანიშნავი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და თავაზიანობა;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ კოლექტივს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00)

ანაზღაურება: 1500 ლარი