საკონდიტროს შეფ დე პარტიე
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- საკონდიტრო ნაწარმის მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- დესერტებისა და ცომეულის ხარისხის კონტროლი;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
- საჭირო ნედლეულისა და მარაგების კონტროლი;
- პროდუქციის სწორად შენახვის უზრუნველყოფა;
- შეფ-მზარეულის დავალებების შესრულება და გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
- ახალი დესერტებისა და საკონდიტრო პროდუქციის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- ტექნოლოგიური და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საკონდიტრო მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების ცოდნა და დაცვა;
- ენერგიულობა და ორგანიზებულობა.
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას