მთავარი ბუღალტერი
გიწვევთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და დაიკავოთ სასტუმროების მთავარი ბუღალტრის პოზიცია.
Gino Seaside Tbilisi Trademark Collection By Wyndham
Idea Collection by Gino Hotels
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ბუღალტრული საქმიანობის მართვა:
- ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა IFRS სტანდარტებისა და საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
- ბანკის ოპერაციების აღრიცხვა და ნაშთების სისწორის კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვა, ნაშთების სისწორის კონტროლი;
- საწარმოო და არასაწარმოო მარაგების აღრიცხვა, ჩამოწერების კონტროლი და ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და ცვეთის დარიცხვა;
- მიღებული/გაცემული სესხების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
- სესხებთან დაკავშირებული მისაღები/გადასახდელი პროცენტების აღრიცხვა;
- ხელფასების გაანგარიშება, აღრიცხვა და კონტროლი;
- მილინებასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- კაპიტალის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი;
- საბუღალტრო აღრიცხვის მიზნებისთვის საჭირო ყველა პირველადი დოკუმენტის სისრულის უზრუნველყოფა;
- კომპანიის მიერ გაცემული და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების, ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გადამოწმება, დადასტურება და საბუღალტრო პროგრამაში დროული და სწორი ასახვა. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია;
- ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ შიდა პროცესებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ფინანსური დირეტორის ინფორმირება, გამოსწორების ღონისძიებების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
- ORIS 7 საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვის წარმოება, კონტროლი და პროგრამის ადმინისტრირება, მათ შორის, განახლებებისა და დანერგვითი პროცესების მხარდაჭერა.
- საგადასახადო აღრიცხვა და შესაბამისობა:
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სიზუსტის უზრუნველყოფა და დადგენილ ვადებში წარდგენა;
- RS.ge პლატფორმის სრულად მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის შეტყობინებების, წერილების და განცხადებების დამუშავება;
- საგადასახადო და ბუღალტრული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ღონისძიებების შემუშავება;
- პერიოდის დახურვა და ფინანსური ანგარიშგება:
- ბრუნვითი უწყისის სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა;
- თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესების სრულყოფილი შესრულება;
- SARAS-ზე ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა:
- დაქვემდებარებული დამხმარე ბუღალტრის და ქოსთ კონტროლერის მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი და დადასტურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
- მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამებთან და ონლაინ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (Oris 7, RS.ge, Excel და სხვა);
- აუდიტორულ და საგადასახადო შემოწმებებთან მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.